PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/6143ef6809de1e6cd2f3a6344feae4fb.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს (video)
00:17 / 20.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია , როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორი ძალიან საეჭვო ბრალდებით დააკავეს.
"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ეს ტელევიზიითაც გაცხადდა, არ არის ჩემი მოგონილი. მფლობელებს ვერაფერი უპოვეს და ვერც უპოვნიდნენ და ახლა დირექტორი დააკავეს, ასევე, სრულიად ყალბი ბრალდებით. ძალიან ჩქარა და ცუდად დამთავრდება იმათთვის ყველაფერი, ვინც ამას აკეთებს. მე მინდა ისინი გავაფრთხილო, საქართველოში ვერავინ ვერასდროს დაამყარებს იმ რეჟიმს, რომელსაც ესწრაფვიან და ძალიან ახლოს არიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ როგორც პრეზიდენტი და როგორც მოქალაქე. ვითხოვ, დაყოვნებლივ გათავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორისა და ამ უკანონობის აღკვეთას, ასევე, იმ პირების დასჯას, ვინც ამას სჩადის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ეს იქნება "ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ ჰგონიათ".
მასალის გამოყენების პირობები