პოლიტიკა
თბილისში აქცია Je Suis Charlie გაიმართება

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო დაწყებულ სოლიდარობის გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება.

აქცია Je Suis Charlie (მე ვარ შარლი) დღეს თბილისში, 19:00 საათზე, დავით აღამაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.

აქცია გუშინ საღამოს სოციალურ ქსელ "ფეისბუკით" დაანონსდა.

"ჩვენ ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას პარიზში, 7 იანვარს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო და ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართულ ძალადობას.

8 იანვარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.  ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს," - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

სოლიდარობის აქცია საღამოს 7 საათზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე,  ვარდების ბაღის გვერდით, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან გაიმართება.

Print