Error
პოლიტიკა
ზუგდიდში სამართალდამცავი სამსახურების ახალი ხელმძღვანელები რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ
სამართალდამცავი სამსახურების ახალი ხელმძღვანელები ზუგდიდის სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგებნლებს შეხვდნენ. შეხვედრა დემოკრატიული ჩათულობის ცენტრში გაიმართა. საზოგადოების კითხვებს ქვეყნის ყველაზე გავლენიან უწყებათა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნები პასუხობდნენ. შეხვედრის დასაწყისში სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ვალერ იოსავამ განაცხადა, რომ მისი მუშაობის სტილი აუცილებლად იქნება ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილი. მან ასევე აღნიშნა რომ მისი დანიშვნის შემდეგ ძალიან ბევრი საჩივარი შემოდის ბიზნესმენების „დატერორების“ ფაქტზე. გავრცელებული აზრი იმის შესახებ რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში დანაშაულის რიცხვმა იკლო საეჭვოა, რადგან ციხეებში პატიმართა რაოდენობა დიდია. ვალერი იოსავამ საზოგადოების წინაშე პირობა დადო, რომ შერჩევეთი სამართალი აღარ იქნება. სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა კირთაძემ აღნიშრა, რომ მისი მთავარი მიზანი საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და მის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობაა. „ჩვენ არ გვექნება ჩასაფრებული კაცის პოზიცია“-აცხადებს კირთაძე. ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსის ვახტანგ დადუნაძის განცხადებით საპატრულო პოლიცია წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიზირებული იყო. ხოლო ახლა იგი შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ნებისმიერი თანამშრომლის წახალისება და თუ გადაცდენა მის მიერ კონტროლდება.
Print