Error
პოლიტიკა
ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერის ვადა დღეს იწურება
პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რადგან ის კანონის ზოგიერთ მუხლს, მათ შორის, ჯაშუშობასა და პედოფილიაში მსჯავრდებულების გათავისუფლებას არ ეთანხმება. 28 დეკემბერს, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, 91 ხმით 24-ის წინააღმდეგ, დაძლია, ამის შემდეგ კი კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნა. კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს გადაგზავნიდან 7 დღეში არ მოაწერს, ამას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გააკეთებს. აღნიშნული ვადა დღეს იწურება. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი თითქმის ყველა მსჯავრდებულს ეხება.
Print