პოლიტიკა
საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა
29-30 იანვარს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა.  ამის შესახებ, ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. ვიზიტის მთავარი მიზანია,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მონიტორინგი. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ალექსანდრე ვერშბოუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან. "ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მოინახულებს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს.  ვერშბოუ,  ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე", - განაცხადა დავით კერესელიძემ. კითხვაზე,  ცნობილია თუ არა ადგილი,  სადაც განთავსდება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი, კერესელიძემ აღნიშნა,  რომ მან ზუსტი მისამართი არ იცის.
Print