პოლიტიკა
კიევი ჰააგის სასამართლოს მიმართავს
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მთავრობას დაავალა მოამზადოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურა.   კიევს სურს,  რომ ჰააგის სასამართლომ გამოიძიოს 2014-2015  წლებში უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული,  როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა კიევში მარიუპოლის დაბომბვიდან მეორე დღეს გაიმართა. სარაკეტო იერიშებს მარიუპოლში ემსხვერპლა 30 ადამიანი,  ასამდე კი  დაიჭრა.
Print