Error
პოლიტიკა
ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეუწყდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში. რაც შეეხება მუხლს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია მოყვანილი, ამ მუხლისმიხედვით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია: 1. მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. 2. პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს. 3. ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში. 4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. 5. პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს) მოვალეობები ეკისრებათ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.
Print