პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე
"საქართველო ასეთი ძალადობთ ვერ იხეირებს," - ასე შეაფასა შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი. ნორლანდის თქმით, აშშ-ის საელჩო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება. "შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის, ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები," - განაცხადა ნორლანდმა. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს.
Print