პოლიტიკა
პუტინი დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს ხვდება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 16 მარტს ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს სანკტ-პეტერბურგში შეხვდება. შეხვედრის დღის წესრიგი რუსეთ-ყირგიზეთის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების, მათ შორის სავაჭრო-ინვესტიციებისა და კულტურულ-ჰუმანიტარული და ენერგეტიკული სფეროების განხილვას ითვალისწინებს. პუტინის შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება.
Print