პოლიტიკა
აქციის ორი მონაწილე დაკავებულია
ხმაურია სასტუმრო Holiday Inn-თან. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "თავისუფალი ზონის" წევრმა, რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სურათი გადაუღო, რაც მოქალაქემ გააპროტესტა და მას ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა. "თავისუფალი ზონის" წევრი ამბობს, რომ  მან სურათი სუს-ის აგენტს გადაუღო. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ "თავისუფალი ზონის" 2 წევრი, გიორგი და ლაშა რუხაიები და ასევე ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვა. აქცია სასტუმრო Holiday Inn-თან მიმდინარეობს. სასტუმროში პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ხვდება. სასტუმროსთან  აქციას ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" და მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" მართავს.
Print