პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში დღეს შუქები ჩაქვრება

პრეზიდენტის სასახლის განათება დღეს საღამოს 9-ის ნახევრიდან ერთი საათით გაითიშება.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია კამპანიას "დედამიწის საათი" უერთდება.

გლობალური გარემოსდაცვითი აქცია ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს იმართება.  დედამიწის საათს საქართველო მეშვიდედ უერთდება.

Print