პოლიტიკა
9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა
რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს.  მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის წინ გამთენიისას საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 16 მოქალაქე დაიღუპა. მომდევნო დღეებში კი მიღებული ტრავმების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. აქციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა იყო.
Print