პოლიტიკა
შსს-მ შალვა აბულაძის დაკავება ოფიციალურად დაადასტურა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს. 
როგორც უწყებაში გამართულ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს, ბორჯომის რაიონის დასახლება არდაგანში აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა. მათივე განმარტებით, სახლიდან, საიდანაც აბულაძე აიყვანეს, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს.
შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.
Print