პოლიტიკა
ინფრასტუქტურის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,  დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს. "გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  დავით შავლიაშვილი მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს.
Print