პოლიტიკა
ფრანგული კომპანიები უკრაინას შვეულმფრენებსა და რადიოკავშირის სისტემებს მიაწვდიან
სახელმწიფო კონცერნმა "უკრობორონპრომი" ხელი მოაწერა შეთანხმებას ფრანგულ კომპანიებთან ურკაინისათვის ტაქტიკური რადიოკავშირის სისტემებისა და ერთძრავიანი შვეულმფრენების მიწოდების შესახებ. "უკრობორონპრომის" პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას „უკრინმაში“ ტაქტიკური რადიოკავშირის სისტემებს ფრანგული კომპანია Thales Communication & Security SAS მიაწვდის, ხოლო ერთძრავიან შვეულმფრენებს H125 - Airbus Helicopters SAS. აღნიშნულ შეთანხმებებს ქვეყნებმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მიაღწიეს.
Print