პოლიტიკა
მთავრობა დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მთავრობას  87-მა  დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი - 38 დეპუტატი იყო. მთავრობაში 7 მინისტრის ცვლილების შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობამ პარლამენტს  ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად მიმართა.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია. თავდაცვის სამინისტროს  თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს -  ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს -გიგლა აგულაშვილი.

Print