პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო დადო

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს და თანმდევ კანონპროექტებს ვეტო დადო. ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის თავიდანვე წინააღმდეგი იყო გიორგი მარგველაშვილი.

"ჩვენი კრიტიკის საგანი იყო როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რა ციყო დაკავშირები კონსულტაციებთან, ასევე შინაარსი არსებული კანონპროექტისა. პირველ რიგში ჩვენ ყურადრებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, ეროვნულ ბანკზე. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით იმსახურებს მაღალ შეფასებას. ხოლო არგუმენტები რატომ უნდა შევცვალოთ ნაკლებად ისმის", - განაცხადა გიორგი ამრგველაშვილმა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩევლმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის შენიშვნებს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნის. საკანონმდებლო ორგანომ ახალ კანონპროექტზე უნდა იმსჯელოს, რის შემდეგაც კანონმდებლები ან პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს დაამტკიცებენ, ან ვეტოს დაძლევას შეეცდებიან.

"კანონპროექტის განხილვის პროცესში ვიყავით აქტიურები და ღიად ვუზიარებდით საზოგადოებას ჩვენს პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო, როგორც პროცესის ნაჩქარევობა, ასევე დეტალები, რომელიც იყო დაკავშირებული კონსულტაციებთან, ასევე შინაარსი არსებული კანონპროექტისა.ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებაზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობდით, რომ ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია ეროვნულო ბანკისა, რომ ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს, შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებულ ვითარებაში კანონპროექტი არის ოპტიმალური გამოსავალი ქვეყნისთვის. ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების და არც კონფრონტაციის ინსტიტუტი. ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი, იმისათვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის აძლიერებს და განვითარებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა პრეზიდენტმა და მთავრობამ და ეთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტები მისცეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Print