პოლიტიკა
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძეს, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურიას  და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს შალვა ბარელაძეს თანამდებობები დაატოვებინეს. ამჟამად ძალოვანი უწყების თანამშრომლები  შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან.  „ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს“, - აცხადებენ უწყებაში.

Print