პოლიტიკა
რუსული მძიმე ტექნიკა აფხაზეთს ტოვებს
"ბოლო კვირის განმავლობაში (აფხაზეთში დისლოცირებული(ავტ.) მე-7 სამხედრო ბაზის ძალების აქტიური გადაადგილება შეინიშნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სოჭის რაიონში თვითმხილველებმა მძიმე სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით დატვირთული რამდენიმე ეშელონი დააფიქსირეს ",- ამის შესახებ იტყობინება საერთაშორისო მოხალისეობრივი ჯგუფი "InformNapalm". ამ ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი პირველი ეშელონი ტუაპსესთან 12 სექტემბერს, ხოლო ბოლო - 19 სექტებერს გადაადგილდა. სოჭში სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის 50 ერთეული დაფიქსირდა. www.geomigrant.com - ის თანახმად, რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება რუსეთის ფედერაციის საქართველოსთან საზღვრის, სოჭი-აფხაზეთის მონაკვეთზე, ადრეც შეინიშნებოდა, თუმცა, ბოლო დროს განხორციელებული გადაადგილების მასშტაბები მნიშვნელოვნად აღემატება როტაციისა და სამხედრო სწავლებისთვის მიღებულ ნორმებს. ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ მე-7  სამხედრო ბაზის ნოვოროსიისკში გადაადგილებას , რუსეთის საზღვაო ფლოტის გემებზე მისი სირიაში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის,- წერს „ჯეომიგრანტი“.  
Print