პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მიმართა.  მთავრობის მეთაურმა ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა ახალ ზელანდიასთან გასამართ მატჩში, რომელიც მსოფლიო თასის  ფარგლებში გაიმართება. "ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით!", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს.
Print