პოლიტიკა
NDI დღეს მედიას კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI დღეს, სასტუმრო  "რუმს ჰოტელ თბილისში"  კვლევის პრეზენტაციას გამართავს.NDI მედიას  საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა  აგვისტო - სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 ათას ადამიანთან პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
Print