პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - "ქართულ ოცნება" - 11%, "ნაციონალურ მოძრაობა" - 13%
NDI-ისკვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 13%. ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%.  ასევე, 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა". გამოკითხულთა 35% არც ერთ პოლიტკურ პარტიას მხარს არ დაუჭერს, ხოლო 13%-მა პასუხზე უარი თქვა . NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს  CRRC--საქართველო. პრეზენტაციაზე მხოლოდ მედია  საშუალებები არიან მიწვეული.
Print