პოლიტიკა
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა დააზიანეს
თბილისში მდებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა გუშინ, 21 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, წითელი საღებავით დააზიანეს. როგორც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლანა ღვინჯილია ამბობს, მათ ნახეს აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ შენობის დაზიანების პროცესში 4-5 პირიმონაწილეობს. ღვინჯილიას თქმით შენობაში ამჟამად პოლიცია იმყოფება.  
 
Print