პოლიტიკა
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების რეკომენდაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას იუსტიციის სამინისტრომ გუშინ მიმართა. ამჟამად სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია.
Print