პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: "ქართული ინტერნეტსივრცე შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს"
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მტკიცებით, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი შესაძლოა, რუსეთის ხელშია ღმოჩნდეს. ამის შესახებ მან "კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

ალასანიას თქმით, ხელისუფლება მის გასხვისებაზე მუშაობს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ხელისუფლების განგანმარტებებს ითხოვს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკება სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებაზე, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან. აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია „ვიმ-პელ-კომი“ შეიძლება, დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი აჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა", – განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.

ცნობისთვის, ალასნიას მიერ ნახსენები კომპანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპერირებს.

Print