პოლიტიკა
ევროპა სავჩენკოს გამო სანქციებს აწესებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც წევრ ქვეყნებს "სავჩენკოს სიის" შემოღებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წერტილოვანი სანქციები უნდა შეეხოს იმ პირებს, ვინც უკრაინელი მფრინავის უკანონო დაკავება - დაპატიმრებაში მონაწილეობდა და ძალაში მის გათავისუფლებამდე დარჩეს. ასამბლეამ მხარი დაუჭირა ლიტვის მიერ დამტკიცებულ "სავჩენკოს სიას" , რომელშიც 46 ადამიანი შევიდა.

რუსული მედიის ინფრომაციით, პუტინსა და პოროშენკოს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში სჯერათ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ქვეყანაში დაბრუნება, უკვე არა ვაჭრობის საგანი, არამედ - პროცედურის საკითხია. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლებელია, სავჩენკო უკრაინაში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე გაცვალონ.

Print