Error
პოლიტიკა
ადვოკატთა კორპუსმა პარლამენტის წინ აქცია გამართა
ადვოკატები თავიანთი უფლებებისა და საზოგადოების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვიდნენ. „ადვოკატები ჯერ ასეთი ერთსულოვნები არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთად დავდექით ჩვენი უფლებების დასაცავად. როგორ შეიძლება ადვოკატს შუამდგომლობის დაყენება აუკრძალო სასამართლოს წინაშე. 111-ე მუხლის მე 2 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, ასევე პარლამენტმა დამატებად შეიტანა 120-ე მუხლში მეათე პუნქტი, რომლის მიხედვით პროკურორს შეუძლია ჩვენს მიერ ამოღებული მტკიცებულება წაიღოს და გამოიკვლიოს, ეს არის მართლა ფეოდალიზმი და ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
Print