Error
პოლიტიკა
ავღანეთში დაჭრილი ორი ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში გააგრძლებს
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დაჭრილი ცხრა ქართველი სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი სამხედრო, გერმანიაში გააგრძელებს მკურნალობას, ერთი ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს და საკუთარ ქვედანაყოფს შეუერთდება, ექვსი სამხედრო - ბაზა ბასტიონის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს. ავღანეთში, 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად 7 ქართველი სამხედროა გარდაცვლილი კაპრალ თეიმურაზ ორთავაძეს, კაპრალ გიორგი ადამოვს, რიგით ზურაბ გურგენაშვილს, მიხეილ ნარინდოშვილს, ბორის ცუგოშვილს, ზვიად სულხანიშვილს და გიორგი ღუჭაშვილის ცხედრებს სამშობლოში უახლოეს დროში გადმოასვენებენ.
Print