Error
პოლიტიკა
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ისრაელში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმის პატრიარქს თეოფილოს III-ს შეხვდება. ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში დღეს დაიწყო. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები დღეს წმინდა ადგილებს მოილოცავენ.
Print