Error
პოლიტიკა
შს სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ილია ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 4 ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 78 აბი ნარკოტიკული საშუალება ,,სუბუტექსი“ ამოიღეს. ექსპერტიის დასკვნით, ამოღებული აბები დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ბუპრენორფინს“ შეიცავს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ილია ი-ს ,,ბუპრენორფინი“-ს და სინთეზური ,,კანაბინოიდები“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).
Print