Error
პოლიტიკა
როლანდ ახალაია - მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებები არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო
მოგონილი და შეთითხნილი ბრალდებები არ შეიძლებოდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გამხდარიყო, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებს დეპუტატმა როლანდ ახალაიამ განუცხადა. მისი თქმით, მართლმსაჯულებამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. "თუ სასამართლო სამართლიანი იქნებოდა, უეჭველად მოველოდი გამამართლებელ განაჩენს, რაც დღეს დადასტურდა", - აღნიშნა ახალაიამ. ე.წ სამხედროების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 პირს ყველა საბრალდებო მუხლი მოეხსნათ. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ 8 ბრალდებულიდან ორს - ალექსანდრე გორგაძეს და ზურაბ შამათავას 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია და ორივე ბრალდებულს დაკისრებული სასჯელი გაუბათილდა.
Print