Error
პოლიტიკა
მედვედევი ივანიშვილის მიერ სააკაშვილის ომის გაღვივებაში დადანაშაულებას "ვაჟკაცურ სიტყვებს" უწოდებს
რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს. "საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ, სააკაშვილო, მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
Print