Error
პოლიტიკა
მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტისა და ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრას გამოეხმაურა
გიორგი მარგველაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრას გამოეხმაურა. ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით ეს კიდევ ერთი დარტყმა და შეურაცხყოფაა ქართული სახელმწიფოსთვის :"მე მანამდეც მითქვამს, რომ ჩვენთვის ასეთი სხვა ფორმის დარტყმები მოსალოდნელია, მაგრამ არცერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით. პოლიტიკა მიგვყავს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების დასაწყისისკენ და ამის თანამდევად ჩვენი პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართვისკენ იმისათვის, რომ აფხაზეთის და ოსეთის პრობლემატიკის გადაწყვეტა ნორმალური, რაციონალური და თანამედროვე აზროვნების კონტექსტში დაიწყოს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
Print