პოლიტიკა
ალექსანდრე ანქვაბმა გალის რაიონში კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრა
ალექსანდრე ანქვაბმა თათბირი ჩაატარა,რომელზეც გალის რაიონში კრიმინოგენული ვითარება განიხილეს.დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა,რომ გალის რაიონში ტერორიზმის საკითხებს საგანგებო შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც დაეთმო , – წერს აპსნიპრესი.ჩირიკბას თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზურმა დელეგაციამ მიმართვა გააკეთა აშშ დელეგაციისთვის : "ჩვენ განვაცხადეთ ,რომ საქართველოს სპეცსამსახურების ტერორისტულმა საქმიანობამ შეიძლება მიგვიყვანოს ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლამდე“, - თქვა ჩირიკბამ. გალის რაიონში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილება.
Print