Error
პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 200 პატიმარი ისარგებლებს
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პატიმართა სიაში ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილიც არიან. "ყველა პატიმარი, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გამოიკითხა. დაახლოებით 1700 კაციდან 200-მა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ასევე, ყველა იმ პატიმარს, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს და არ ჰქონდა პირადობის მოწმობები ვადის გასვლის გამო, სახელმწიფომ უფასოდ დაუმზადა ახალი პირადობის მოწმობები", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. საარჩევნო უბნები ციხეებში ჩვეულებისამებრ - 08:00 საათზე გაიხსნა.    
Print