Error
პოლიტიკა
პრეზიდენტის ინაუგურაციას 70 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება
ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას 70 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ცერემონიალის დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი. ინაუგურაციას ნატოს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების და იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. 17 ნოემბერს ინაუგურაციაზე არ იქნება მოწვეული რუსეთის დელეგაცია. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, მომდევნო სხდომაზე ცერემონიალის გეგმა შეჯამდება, რის შემდეგაც მზადება დაიწყება.
Print