Error
პოლიტიკა
არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს მთავარმა  პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი დაპირისპირება საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა ამის მიუხედავად მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. მისივე თქმით, იგი მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამოქალაქო სექტორში განაგრძობს.
Print