Error
მსოფლიო
რიგაში სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რიგაში სავაჭრო ცენტრ Maxima–ს ჩამონგრევას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მაშველი იყო. 36 ადამიანი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 70 – მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს მოქცეული, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. პირველი ჩამონგრევის შემდეგ, როდესაც მაშველებმა უკვე დაიწყეს დაზარალებულთა ძებნა, სახურავის მეორე ნაწილიც ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ სახელმწიფო სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. bbc.co.uk
Print