Error
მსოფლიო
სალვადორში ვულკან ჩაპარასტიკეს ამოფრქვევას ელოდებიან
სალვადორის ხელისუფლებამ საგნგებო სიტუაცია გამოაცხადა და ვულკან ჩაპარასტიკეს მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მოსალოდნელია ვულკანის ძლიერი ამოფრქვევა: მთიდან ამომავალი ბოლისა და ფერფლის ნახვა უკვე შესაძლებელია მისგან 140 კმ-ში განლაგებული დედაქალაქიდან. ზოგიერთ რაიონში ფერფლის ნალექი უკვე დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ევაკუირებულთა რიცხვმა, შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს მიაღწიოს.
Print