Error
მსოფლიო
კრეისერმა "მოსკოვმა" უკრაინის მიმართულებით გეზი აიღო
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, კრეისერმა "მოსკოვმა" უკრაინის მიმართულებით გეზი აიღო. გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო- პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, თვალს ადევნებენ კრეისერის გადაადგილებას. გამოცემის ცნობით, ცნობილი გახდა, რომ უკრაინისკენ გეზის აღებამდე, კრეისერმა ფლოტის სხვა გემებთან ერთად დონუზლავის ტბიდან უკრაინის 7 სამხედრო გემს ზღვაში გასასვლელი დაუბლოკა.
Print