Error
მსოფლიო
დონეცკის ოლქში სამგზავრო "ბოინგი" ჩამოვარდა
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777" დღეს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" საავიაციო წრეებში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "თვითმფრინავმა, რეისით ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლამდე 50 კილომეტრში მოულოდნელად დაშვება დაიწყო და ის უკვე ხმელეთზე მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც უკვე ცეცხლი ეკიდა", – განაცხადა სააგენტოს წყარომ. მისივე მონაცემებით, ავიალაინერში 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციითვე, რუსეთის საზღვარი თვითმფრინავს მოსკოვის დროით, 17:25 წუთისთვის უნდა გადაეკვეთა. ამასთან, "უკრაინსკაია პრავდა" სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო "ბოინგი". ის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში ჩამოვარდა.
Print