მსოფლიო
შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში რჩება
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა. 55 პროცენტი მოწინააღმდეგე, 45 პროცენტი მომხრე, - ასეთია რეფერენდუმის წინასწარი შედეგები. "ბიბისის" ბოლო ინფორმაციით, შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის წინააღმდეგ ხამ მისცა 1 914 187-მა ამომრჩეველმა, მხარი დაუჭირა- 1 539 920-მა. საბოლოო მონაცემები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
Print