მსოფლიო
ობამა დღეს საიმიგრაციო სისტემის რეფორმას გამოაცხადებს
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ტელევიზიით გამოსვლისას, აშშ-ის საიმიგრაციო სისტემის რეფორმის შესახებ განაცხადებს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი გამოაცხადებს აშშ-დან 5 მლნ იმიგრანტის დეპორტაციის აღკვეთაზე და მათთვის მუშაობის უფლების მიღებაში დახმარებაზე. ადრე ობამამ განაცხადა, რომ საიმიგრაციო სისტემა აშშ-ში უკვე აღარ მუშაობს, მაგრამ მაშინ ვერ მიიღო რესპუბლიკელების მხარდაჭერა კონგრესში. რესპუბლიკელები ობამას ამ რეფორმის წინააღმდეგები არიან.
Print