მსოფლიო
გაუჩინარებული ლაინერის სავარაუდო ნამსხვრევები აღმოაჩინეს
იავის ზღვაში ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი გაუჩინარებული ლაინერის სავარაუდო ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. 
"ბიბისის" ინფორმაციით, ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა თეთრი წითელი და შავი ფერის 10 ობიექტი აღმოაჩინეს. 
სამძებრო-სამაშველო სააგენტოს წარმომადგელის იუსუფ ლატივის განცხადებით, აღმოჩენილ ობიექტებს შორის სავარაუდოდ არის სამაშველო ჟილეტები.  უცხოური მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავმა, რომელიც ავიაკომპანია AirAsia-ს გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს, განაცხადა, რომ იავას ზღვაში ტალღებზე მოტივტივე სხეული დაინახა.   
Print