მსოფლიო
საუდის არაბეთის მეფე აბდულა გარდაიცვალა
„BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულ-აზიზი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში, 90 წელს მიტანებული მეფე ფილტვების ანთების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. აბდულა ბინ აბდულ-აზიზი საუდის არბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა. „BBC”-ის ცნობით, ქვეყნის ახალი მეფე აბდულა ბინ აბდულ-აზიზის ძმა, 79 წლის სალმანი გახდება. აბდულა ბინ აბდულ-აზიზმა მეფობის პერიოდში ქალებს ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოების არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო. საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
Print