Error
მსოფლიო
ვენესუელაში ციხის ბუნტს 50 ადამიანი ემსხვერპლა
ვენესუელაში ციხის ბუნტის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ბუნტი ციხის მინისტრის, ირის ვარელას განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ურიბანას ციხეში ჯარისკაცები პატიმართა საკნების შემოწმების მიზნით მიემართებოდნენ. როგორც ადგილობრივი ჰოსპიტალის დირექტორმა "ესოშიეთედ პრესს" განუცხადა, იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან 90 ადამიანია დაშავებული. დაღუპულთა შორის არიან ციხის ბადრაგები და სხვა თანამშრომლები.
Print