მსოფლიო
ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედ გაიმარჯვა
მეხუთე ვადით ხელისუფლების სათავეში ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ისევ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. ცესკო-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით მოქმედმა პრეზიდენტმა 83,49%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი მისი კონკურენტი ტატიანა კოროტკევიჩი 4%-იანი მხარდაჭერით გავიდა. სულ საპრეზიდენტო არჩევნებში 4 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. პირველ ოფიციალურ ვიზიტს კი ლუკაშენკო უახლოეს ხანებში რუსეთში გეგმავს.
Print