მსოფლიო
ტერორისტული თავდასხმები პარიზზე: მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი (ფოტო)
პარიზში მომხდარი შეარაღებული თავდასხმებისა და აფეთქებების სერიის შედეგად, ყველაზე ცოტა, 120 ადამიანია დაღუპული. საფრანგეთმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზღვრები ჩაკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, 100 ადამიანი დედაქალაქის ცენტრში „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში მოკლეს, სადაც რამდენიმე თავდამსხმელი შეიჭრა. იქ აშშ-ის როკჯგუფის, Eagles of Death Metal-ის კონცერტი მიმდინარეობდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე მისულ პოლიციას და მძევლად აიყვანეს ასამდე პირი. პოლიციამ მათი ლიკვიდირება მოახდინა. დაღუპულთა ნაწილი შეეწირა აფეთქებებს, რომლებიც, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ტერორისტმა კამიკაძემ „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე და პარიზის ცენტრში მდებარე რესტორან „კარილიონში“ მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით მოკლულია 5 თავდამსხმელი. „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზთან მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდამ განაცხადა, რომ მთავრობა დაუნდობლად შეებრძოლება თავდამსხმელებს და თანამემამულეებს ერთიანობისკემ მოუწოდა. ტერაქტების სერია პარიზის ცენტრში პარასკევს საღამოს, ადგილობრივი დროით 10 საათის შემდეგ დაიწყო LIVE სოციალურ ქსელში Facebook პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით ექსპლუატაციაში ღილაკი "მე უსაფრთხოდ ვარ" გაუშვა. საქართველოს საელჩო საფრანგეთში პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს: "13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.შესაბამისად, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში. გთხოვთ, ნუ აჰყვებით პანიკას.ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.   ტერაქტი პარიზში General view of the scene that shows the covered bodies outside a restaurant following a shooting incident in Paris A member of the French fire brigade aids an injured individual near the Bataclan concert hall following fatal shootings in Paris French police secure the area near the Bataclan concert hall following fatal shootings in Paris French police secure the area near the Bataclan concert hall following fatal shootings in Paris 4 8 French fire brigade members aid an injured individual near the Bataclan concert hall following fatal shootings in Paris 10 11 12 12244414_10153158788945667_697727924823659933_o 12240296_10153158788955667_4901883169479069159_o 12238006_10153158788960667_5165272518800346729_o 12232758_10153158788970667_5372443237009441566_o  
Print