მსოფლიო
სირიაში რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს
რუსული შვეულმფრენი, სამხედრო თვითფრინავის სუ 24-ის ვარდნის ადგილზე სამძებრო - სამაშველო ოპერაციას ახორციელებდა. სამძებრო ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა რუსი საზღვაო ქვეითი, რომელიც კონტრაქტით მსახურობდა. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ჯგუფის პირადი შემადგენლობა და სირიაში ჩამოგდებული შვეულმფრენის ეკიპაჟი ევაკუირებულია. ამ დროისათვის ისინი „ჰმეიმის“ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. სირიაში ჩამოგდებული Су-24-ის სამძებრო ოპერაცია გრძლედება.
Print