მსოფლიო
საუდის არაბეთში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
საუდის არაბეთში ქალაქ ჯიზანის საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის შედეგად,სავარაუდოდ, 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 - ზე მეტი დაშავდა.

ბი ბი სი-ს ინფორმაციით, ცეცხლი დღეს გამთენიისას რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აალება. სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.

Print